ქართული და სომხური ანბანის მსგავსება-განსხვავებანი…

Posted: მარტი 6, 2010 in სადისკუსიო ოთახი...

მას შემდეგ,რაც ერთ-ერთ ფორუმზე,სასწაული სიბრძნეები ვისმინე მოძმე ერის წარმომადგენელთაგან,გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა ეს საკითხი… სწავლა სიბერემდეაო… განსაკუთრებით მათი ყურით მოთრეული ბრალდებებიდან ერთი მომხვდა გულზე:

ანბანიც ჩვენ დაგიწერეთ…

ჰოდა ახლა ბლოგზე დავდებ ინფოებს რომ ზემოთხსენებულ ინდივიდთა მსგავსი პირები სანამ რამეს დაწერენ,ჯერ გაერკვიონ…ამასთანავე ჩემს ბლოგს შემეცნებით სახესაც მივცემ და ძირითადად ასეთ სტატიებს შემოგთავაზებთ..
მაშ ასე:პირველ რიგში ვისტუმრე წიკიპედიას 🙂
https://i1.wp.com/upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/6/6a/Bolorgir-Nuskhuri.jpg/300px-Bolorgir-Nuskhuri.jpg
მარცხნივ: ბოლორგირი; მარჯვნივ: ნუსხური. სომხური ბოლორგირისა და ქართული ნუსხურის სტილისტურ–გრაფიკული მსგავსება.

სომხური დამწერლობა ანბანური ტიპის დამწერლობა, რომელსაც სომხური ენა იყენებს. გადმოცემის თანახმად იგი 405 წელს შექმნა სომეხმა საზოგადო მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა. მას შემდეგ სომხური ანბანი გამოიყენება ორი თანამედროვე, სალიტერატურო და სასაუბრო, დიალექტების დასაწერად — აღმოსავლეთ სომხურისა და დასავლეთ სომხურისთვის — რომლებიც ერთ პერიოდში განვითარდა. შექმნილია ფონეტიკურ პრინციპზე. თავდაპირველად სომხურ ანბანში 36 ასო იყო, მოგვიანებით (XII საუკუნე) კი მას სამი ასო დაემატა. თანამედროვე სომხურ ანბანში 39 ასოა, ამათგან 7 ხმოვანია, დანარჩენი კი თანხმოვანი. სომხურად სიტყვა „ანბანი“ არის այբուբեն (CA, EA: [aɪbubɛn], ან WA: [aɪpʰupʰɛn]), სომხური ანბანის პირველი ორის ასოს მიხედვით. სომხური დამწერლობა რიცხვების აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა.
განვითარების ხანგრძლივი გზის მიუხედავად სომხურ ანბანს უძველესი დროიდან დღემდე არსებითად სახე არ შეუცვლია. მისი ძირითადი სახეობებია ერკათაგირი (ასომთავრული) და ბოლორგირი (ნუსხური). ცნობილია აგრეთვე მათ შორის გარდამავალი ტიპები. გვიანდელ შუა საუკუნეებში გავრცელდა ბოლორგირის ნაირსახეობანი: ნოტრგირი (მდივან-მწიგნობრული) და შღაგირი (გაკრული). საუკუნეების მანძილზე სომხურმა დამწერლობამ შექმნა დაქარაგმების, ლიგატურების, კრიპტოგრამებისა და სიმბოლოების უმდიდრესი სისტემა. სომხური დამწერლობის გენეზისისა და დათარიღების პრობლემა ჯერ კიდევ არაა გადაჭრილი. სომხური საისტორიო წყაროების ერთი ჯგუფის მიხედვით, იგი v საუკუნის დასაწყისში შექმნა სომეხმა ბერმა მესროპ მაშტოცმა. მეორე ჯგუფის წყაროთა ცნობით მან უკვე არსებული ანბანი მხოლოდ შეავსო გარკვეული გრაფემებით. არმენოლოგთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულებით v საუკუნემდე სომხური დამწერლობა არ არსებობდა და მისი შექმნა მთლიანად მაშტოცის დამსახურებაა. ზოგი სპეციალისტი, მართალია, ჩვენთვის ცნობილ დამწერლობას მაშტოცს მიაწერს, მაგრამ წყაროთა მონაცემების გათვალისწინებით ვარაუდობს, რომ მანამდეც არსებობდა სომხური დამწერლობა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. არსებობს აგრეთვე ჰიპოთეზა, რომელიც მაშტოცის სახელით ცნობილ ადამიანს წინაქრისტიანული ხანის პროდუქტად მიიჩნევს.

საერთო აზრი არ არსებობს არც სომხური დამწერლობის წარმომავლობის საკითხში. უმთავრესი არგუმენტირებული შეხედულებებით მას საფუძვლად დაედო:
არამეული დამწერლობის რაომელიმე განშტოება.
ბერძნული დამწერლობა
ეთიოპიური დამწერლობა

ყველა შემთხვევაში სპეციალისტები ხაზს უსვამენ ბერძნული სისტემის გავლენას. სომხური დამწერლობის თარიღიანი წარწერები დადასტურებულია VII საუკუნიდან.

ახლა ქართულიც ვნახოთ :

ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა.
ართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის.[2] ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“[3] (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრება“-ში ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.
ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492—493 წწ)).
1940 წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-არმაზში ნაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები შესრულებულია ბერძნულ ენაზე. იქვეა უცნობ ალფავიტზე შესრულებული რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ქართული ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნუმუშები უნდა იყოს.
არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც, რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც V საუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში ”მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”. ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება, და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია VI საუკუნის ჩანართია. ამასთან, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს.

აი რასაა რომ ხელზე იხვევენ ჩვენი მოძმენი…

ახლა კი მსგავსება-განსხვავებანი:
სომხურსა და ქართულ ანბანებს შორის მსგავსებებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს: ქართული და სომხური დამწერლობები შედგენილია ასოთა მიმდევრობის სხვადასხვა სისტემით — ქართული ანბანის პირველი ნაწილი ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა განლაგებას, ხოლო ქართულისთვის დამახასიათებელი ასოები ანბანის ბოლოშია თავმოყრილი (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ, ჰ), სომხურ ანბანში კი, სომხური ენისთვის დამახასიათებელი ასოები ძირითად ანბანურ ასოებს შორის არის გაფანტული. [6] ამდენად, სომხური და ქართული ანბანების ასოთა რიგი ერთმანეთს არ ემთხვევა; განსხვავდება ასოთა სახელები და მათი რიცხვითი მნიშვნელობები, რომლებიც, რ. პატარაიძის და ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვეოდა.[7][8] მიუხედავად ამისა, ქართულ ასომთავრულსა და სომხურ ერკათაგირს შორის მართლაც არის დიდი მსგავსება გრაფიკაში. ერკათაგირიც ასომთავრულის მსგავსად ორ ხაზოვან სისტემაში იწერება და მისი ასო–ნიშნები ხაზებისა და წრეების (რკალების) კომბინაციითაა მიღებული. გარდა ერკათაგირისა, ქარულ ნუსხურს სტილისტურად და გრაფიკულად ჰგავს ერკათაგირის შემდგომი სახე — ბოლორგირი. ბოლორგირში, ისევე როგორც ქართულ ნუსხურში, ასოებს კუთხოვანი ფორმა აქვს, მარცხნიდან მარჯვნივაა დახრილი და ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია. თუმცა, გრაფიკული და სტილისტური მსგავსებით მტკიცება მათ საერთო შემქმნელზე მხოლოდ ვარაუდია. ამ თეორიას ასუსტებს ბოლო დროს არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ასომთავრულის უძველესი ნიმუშები, რომლებიც სავარაუდოდ გაცილებით ადრეულ ხანას განეკუთვნება (ნეკრესისა (ახ. წ. I ს) და დავათის (IV ს) წარწერები), ვიდრე თავად მესროპ მაშტოცის მოღვაწეობის ხანა (V ს).ამას დავუმატოთ ფაქტი,რომ მაშტოცმა არ იცოდა ქართული ენა და შეუძლებელია თავისთვის უცხო ენის ანბანი შეექმნა…

Advertisements
კომენტარები
  1. temo ამბობს:

    მეზიზღება ადამიანები ვინც სომხებს აგინებენ და ასე ვთქვათ ეტიკეტირებული ყავთ.. რომ კითხო რატომ არ იციან.. ან ქვეცნობიერში იმიტომ რომ საზოგადეოება ასე ამბობს…
    პ.ს ევროპელობა ყველას უნდა,”ცვეტშია”

    • bellablaack ამბობს:

      თემო,სომხების სიყვარულზე ან სიძულვილზე არაა ეს სტატია,აქ მიწერია ერთ–ერთ ფორუმზე რეალურად გამოთქმული აზრი ქართველების შესახებ…და ზუსტად ვიცი,რომ ეს არააერთი ადამიანის აზრი,ასე რომ ყოფილიყო,ილია ქვათა ღაღადს არ დაწერდა…ეს არის სომეხი ერის გარკვეული ნაწილის აზრი ჩვენს შესახებ…შეუძლია რომელიმე ერი უყვარდეს ან არ უყვარდეს,მაგრამ ქართველების მიღწევების სომხურად გასაღება და თვალში ნაცრის შეყრა,შენი არ ვიცი და მე მაღიზიანებს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s