https://i0.wp.com/s019.radikal.ru/i630/1204/1d/9fee2372787f.jpg

მსოფლიო ფეხბურთისა და “მილანის”  ცოცხალი ლეგენდა,ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი,”მილანისა” და იტალიის ნაკრების კაპიტანი პაოლო მალდინი დაიბადა  1968 წლის 26 ივნისს,მილანში.მან მთელი კარიერა “მილანში” გაატარა და როგორ უნდა ამაყობდნენ “მილანის” ფანები იმ ფაქტით,რომ გენიალური ფეხბურთელი მხოლოდ და მხოლოდ მათი გუნდის ლეგენდა,სიმბოლო და კუთვნილებაა…

პაოლო “მილანი”-ს საფეხბურთო სკოლის აღზრდილია.პირველ ვარჯიშზე წასვლის წინ მამამისმა,ცნობილმა ფეხბურთელმა ჩეზარე მალდინიმ ბუცები აჩუქა და დაარიგა,ისინი ღირსეულად ეტარებინა.მამის დარიგება  მალდინიმ 25 წლიანი კარიერის მანძილზე უნაკლოდ შეასრულა.

პაოლოს დებიუტი მილანის პირველ გუნდში 1985 წლის 20 იანვარს დაიწყო,როდესაც “მილანი”   “უდინეზეს” ხვდებოდა.პაოლომ დაშავებული სერჟიო ბატისტინი შეცვალა.ამ დროს  ის 16 წლისა იყო.მომდევნო,1986 წელს მილანში დიდი ცვლილებები მოხდა.გუნდს სათავეში სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი ჩაუდგნენ.კლუბის პრეზიდენტმა პირველ პრესკომფერენციაზევე  განაცხადა:”ეს კლუბი ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ბედნიერი ვარ, რომ მის სათავეში ვდგავარ, თუმცა სასიხარულოდ საქმე ჯერ არ გვაქვს- დღეს ჩვენ საშუალო კლუბად ვითვლებით,მე კი მსურს მალე არა თუ იტალიაში, მსოფლიოშიც პირველები გავხდეთ”.სწორედ აქედან დაიწყი “ბერლუსკონის ერა” “მილანში”.სილვიომ  სიტყვას საქმეც მალე მიაყოლა და ტრანსფერების განხორციელებას შეუდგა.”მილანმა დაიმატა რობერტო დონადონი,ჯოვანი გალი და დანიელე მასარო. 1987 წელს კი გუნდში მოვიდნენ ლეგენდარული ჰოლანდიელები:მარკო ვან ბასტენი,რუუდ გულიტი და ფრენკ რაიკაარდი,ასევე კარლო ანჩელოტი და ანჯელო კოლომბო.ბერლუსკონიმ  “მილანი” ბევრისათვის უცნობმა სპეციალისტს,არიგო საკის ჩააბარა,რომელიც მანამდე “პარმას” წვრთნიდა და მილანში საკის ხანა   დაიწყო.საკიმ 17 წლის პაოლოს მარცხენა ფლანგი ჩააბარა…ის გუნდს 4-3-3 სისტემით შემტევ ფეხბურთს ასთამაშებდა.”მილანი “მალე უძლეველ გუნდად ჩამოყალიბდა…https://i0.wp.com/s41.radikal.ru/i094/1204/ed/a97119e00da1.jpg

.საუკუნის 80-იანი წლების დასასრული  ევროპაში შავწითლების  მეფობის ხანა იყო.შესანიშნავი შემადგენლობა,შესანიშნავი მწვრთნელი,და მალე ლომბარდიის დედაქალაქში ტიტულების წვიმა წამოვიდა.გუნდმა მოიგო 2 ჩემპიონთა თასი(1989;1990),2 ევროპის სუპერთასი(1989;1990),2 საკონტინენტთაშორისო თასი91989;1990),თითოჯერ დაეუფლა სკუდეტოს(1988) და იტალიის სუპერთასს(1988).მთელი ამ ხნის განმავლობაში პაოლო  მალდინი გუნდის დაცვის განუყოფელ ნაწილად იქცა.უკლებლივ ყველას ხიბლავდა მისი თავგანწირული და  სუფთა ვარდნები, საოცარი სისწრაფე, შესანიშნავი ტექნიკა, პოზიციის სწორი შერჩევა და ელეგანტურობა, რომელიც ყველასგან გამოარჩევდა.პაოლო არასდროს უხეშობდა მეტოქეებთან,რამაც მას კოლეგების მხრიდან უდიდესი პატივისცემა მოუტანა.

https://i0.wp.com/s019.radikal.ru/i629/1204/b3/c67108650ba5.jpg

1991წელს ,მას შემდეგ რაც იტალიის ნაკრებმა ვერ შეძლო 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება,არიგო საკის ნაკრებში უხმეს, “მილანი” კი ფაბიო კაპელომ ჩაიბარა.რომელმაც საკის “მფრინავი” მილანი მომაკვდინებელ ძალად აქცია – კლუბიც ზედიზედ სამი სეზონი ბატონობდა იტალიურ ფეხბურთში. იმ „მილანს” ფრანკო ბარეზი კაპიტნობდა, პაოლო მალდინი კი ალესანდრო კოსტაკურტათან და მაურო ტასოტისთან ერთად, კაპიტნის მხრდამხარ გაუვალ გაცვას ქმნიდა.სწორედ მცველების დიდებული თამაშის წყალობით დაამყარა სებასტიანო როსიმ სერია ა-ს რეკორდი,შეინახა რა მშრალად საკუთარი კარი 929 წუთის მანძილზე..”ფრანს ფუტბოლი” წერდა:”კაპელოს მილანის დაცვა  ტასოტი-ბარეზი-კოსტაკურტა-მალდინი თამამად შეგვძლია მივიჩნიოთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დაცვად!”

1991-94  წლები საუკეთესო იყო მილანის ისტორიაში. გუნდმა ყველა ტურნირის მოგება შეძლო. პაოლოს რეგალიებსაც ზედიზედ ემატებოდა იტალიის ჩემპიონის თუ ჩემპიონთა თასის მფლობელის ტიტულები. გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ – მარსელ დესაი, სავიჩევიჩი, პაპინი, ბობანი, ჟორჟ ვეა.
https://i0.wp.com/s006.radikal.ru/i213/1204/6a/6485808156ca.jpg
 1994 წლის გაზაფხულზე პაოლო მალდინიმ მესამედ მოიგო ჩემპიონთა თასი. იმ სეზონში “მილანმა” ბრწყინვალედ ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, ფინალში კი კრუიფის “ბარსელონას” დაუპირისპირდა. მაშინ კატალონიურ კლუბს ”ოცნების გუნდსაც” უწოდნებდნენ. იტალიელებს დაცვაში დიდი დანაკლისი ჰქონდათ. დისკვალიფიკაციის გამო ფინალი კაპიტანმა ბარეზიმ და კოსტაკურტამ გამოტოვეს. სწორედ ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად “მილანი” ფავორიტად არ ითვლებოდა. თუმცა  მთელმა გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა კატალონიური გრანდიმიწასთან გაასწორა 4-0. “მილანმა” ზღაპრული მატჩი აჩუქა გულშემატკივარს, პაოლო მალდინიმ კი დისკვალიფიცირებული ფრანკო ბარეზის არყოფნა სულაც არ დაატყო დაცვას…

ამ გამარჯვებას მალდინი კარიერაში საუკეთესო შეხვედრად მიიჩნევს.

“სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რამდენად ბედნიერი ვიყავი მატჩის შემდეგ. ეს იყო გრძნობა, რომლის მსგავსი მანამდე არასდროს განმეცადა! სასტიკი წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობისა, მაგრამ ბარსელონას განადგურებამ, სწორედ რომ განადგურებამ, საოცარი სიამოვნება მომანიჭა! ის უდავოდ საუკეთესო შეხვედრა იყო ჩემს კარიერაში თუნდაც იმიტომ, რომ საუკეთესო ფორმაში მყოფ რომარიოს ბურთი ერთხელაც არ მივაღებინე!”_ წერდა შემდეგ მალდინი.

ფეხბურთის ისტორიაში პირველად 1994 წელს “უორლდ სოკერმა” მცველი მალდინი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

1994 წლის შემდეგ კლუბს რამდენიმეწლიანი ჩავარდნა ჰქონდა .შავ-წითლებმა  1994-1999  წლებში მხოლოდ ერთი სკუდეტო და ერთი იტალიის თასი მოიგეს,თუმცა 1999 წელს კარლო ანჩელოტი კლუბს ამჯერად მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა.ანჩელოტის “მილანში ისეთი დიდებული ფეხბურთელები თამაშობდნენ,როგორებიც ანდრეა პირლო,კლარენს ზეედორფი,მანუელ-რუი კოშტა,რინო გატუზო,ანდრეი შევჩენკო და ფილიპო ინძაგი იყვნენ.რაც მთავარია,მათ  2002  წელს დაიმატეს “ლაციოს”კაპიტანი ალესანდრო ნესტა და ანჩელოტიმ იგი დაცვის ცენტრში პაოლოს შეუწყვილა.ნესტას მოსვლით გადაიჭრა პრობლემა,რაც ფრანკო ბარეზის წასვლის შემდეგ გუნდს დაცვის ცენტრში ჰქონდა.

2003  წელს   ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერში, “ოლდ ტრაფორდზე” “მილანმა” პენალტების სერიაში დაამარცხა ტურინის “იუვენტუსი” და მეექვსედ გახდა ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის გამარჯვებული,პაოლო მალდინისათვის კი ეს  კაპიტნის რანგში პირველი თასი იყო.
https://i0.wp.com/s018.radikal.ru/i510/1204/88/1f2e3e5e9791.jpg
 რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ლიგის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი სწორედ პაოლოა.ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი 2005   წელს სტამბოლში გაიმართა “ლივერპულსა” და მილანს” შორის, პაოლომ კი ინგლისელებს  58-ე წამზე გაუტანა.სამწუხაროდ,თასი მერსესაიდელებს დარჩათ.ორი წლის შემდეგ პაოლოს რევანშის აღების შესაძლებლობა მიეცა. 2007 წელს ლიგის ფინალში კვლავ მილანი  და ლივერპული დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქ კი მილანელებმა ჩემპიონის ტიტული აღარ დათმეს და კაპიტანმა მალდინიმ კიდევ ერთი თასი აწია. რამდენიმე თვის შემდეგ 39 წლის პაოლომ ევროპის სუპერთასი და საკლუბო ჩემპიონატიც მოიგო.

პაოლო მალდინიმ  საკლუბო კარიერა 2009 წელს დაასრულა. 15 თებერვალს  მან უკანასკნელი დერბი ითამაშა. სან სიროზე შეკრებილმა პუბლიკამ კი შავ-წითელთა კაპიტანი ოვაციებით გააცილა. თამაშის დასრულების შემდეგ ინტერის გულშემატკივრებმა შემოაბრუნეს აბრები, რომელზეც ეწერა “20 წლის განმავლობაში შენ იყავი ჩვენი კონკურენტი, მაგრამ ცხოვრებაში სამართლიანად დარჩი!” მეტოქე გუნდის გულშემატკივართა ამ ჟესტმა ყველა აღაფრთოვანა.ბოლო თამაში სან სიროზე რომას წინააღმდეგ გამართა. თამაშის დაწყებამდე მეტოქეებსაც ეცვათ მაისურები წარწერით “მადლობა პაოლო, დიდო კაპიტანო”. მილანის მაისურით კი ბოლო მატჩი გასვლაზე ფიორენტინას წინააღმდეგ ითამაშა. ანჩელოტიმ კაპიტანი ბოლო წუთებზე შეცვალა და საშუალება მისცა საპატიო წრე დაერტყა მოედნისთვის. თანაგუნდელებმა, მეტოქეებმა და სტადიონზე მყოფმა საზოგადოებამ პაოლო მალდინი ტაშით გააცილა.

https://i0.wp.com/s43.radikal.ru/i100/1204/f3/cb61b7f26733.jpg

პაოლო მალდინმა 25 სეზონი ღირსეულად ატარა  “მილანის”  სამ ნომრიანი მაისური. ის გახდა ეტალონი მცველისა და კაპიტნისა, რომელიც მეოთხედი საუკუნე ინარჩუნებდა უბადლო ფიზიკურ კონდიციებს. მთელი ცხოვრება შეურყეველი რეპუტაციით სარგებლობდა და უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა მსოფლიო ფეხბურთში.. ამ ხნის განმავლობაში საკლუბო დონეზე უამრავი ტიტული მოიგო. 5-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, აქედან ორჯერ როგორც კაპიტანი. ევროპისა და იტალიის სუპერთასი ყველაზე მეტჯერ 5-ჯერ აქვს მოგებული. სანაკრებო დონეზე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მან ყველა სინჯის მედალი მოიგო, გარდა ოქროსი.

https://i0.wp.com/s019.radikal.ru/i602/1204/56/60e6e6cc091a.jpg

კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება,რომ 3  ნომრიანი  მაისური მუდამ პაოლოს  კუთვნილება იქნება და ამ ნომრით აღარავინ იასპარეზებს,გარდა კრისტიან მალდინისა,თუკი პაოლოც და კრისტიანიც ამას მოისურვებენ…

https://i0.wp.com/s019.radikal.ru/i644/1204/fa/e5da81be9b99.jpg

“მილანის” ტიფოზების გამოსამშვიდობებელი ტრანსპარანტი  “მილანი”-“რომა”-ს მატჩზე…

რეკორდები:

* 1994-2002 წლებში იტალიის ნაკრების კაპიტანი იყო და გუნდი ყველაზე მეტჯერ 74 ჯერ გაიყვანა
*ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მეტ ფინალი, საერთო ჯამში  ევროპული ტურნირების 8 ფინალში ითამაშა
*ევროთასებზე ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარა 168
*ყველაზე მეტჯერ მოიგო ევროპის სუპერთასი – 5-ჯერ
*ყველაზე მეტჯერ მოიგო იტალიის სუპერთასი – 5-ჯერ
*2005 წელს ლიგის ისტორიაში ფინალების ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა
*2008 წლის თებერვალში იტალიის ჩემპიონატში მე-1000 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა                                                                                  * “მილანის” მაისურით ჩატარებული აქვს ყველაზე მეტი,902მატჩი

ტიტულები:

საკლუბო:
იტალიის სერია A (7): 1987/1988, 1991/1992, 1992/1993, 1993/1994, 1995/1996, 1998/1999, 2003/2004
იტალიის თასი (1): 2002/03
იტალიის სუპერთასი (5): 1988, 1992, 1993, 1994, 2004
ევროპის თასი/ჩემპიონთა ლიგა (5): 1988/1989, 1989/1990, 1993/1994, 2002/2003, 2006/2007
ევროპის სუპერ თასი (5): 1989, 1990, 1994, 2003, 2007
საკონტინენტთაშორისო თასი (2): 1989, 1990
საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (1): 2007

==============================================
სანაკრებო
მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილი 1990
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ადგილი 1994
ევროპის ჩემპიონატის მეორე ადგილი 2000

==============================================
ინდივიდუალური პრიზები
21 წლამდელთა ევროპის წლის ფეხბურთელი: 1989
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი: 1994 “უორლდ სოკერი”
მსოფლიოს მეორე საუკეთესო ფეხბურთელი: 1995 ფიფა
ევროპის მესამე საუკეთესო ფეხბურთელი, ბრინჯაოს ბურთის მფლობელი 1994, “ფრანს ფუტბოლი,”
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, 1994 “ელ პაის”
ევროპ საუკ ფეხბუთელისთვის განკუთვნილი თასი “ბრავოს” მფლობელი 1989
შედის მილანის საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში
შედის უეფას ასეულში
შედის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში: 2005 ფიფპრო
შედის ევროპის სიმბოლურ ნაკრებში: 2003, 2005 უეფა
შედის მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში: 1994 ფიფა
შედის ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში: 1988, 1996, 2000 უეფა
სერია ა-ს საუკეთესო მცველი 2004
ერთერთი ფეხურთელი ორიდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის 8 პინალში (მეორეა პრანცის ჰენტო)
ორდენის ოფიცერი იტალიის რესპუბლიკის მიმართ გაწეული ღვაწლისაღვის
ორდენის კავალერი იტალიის რესპულიკის მიმართ გაეული გვაწლისთვის 1991
ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი 1989, უეფა
ფეხბურთში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა 2009 უეფა
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველი: 2007

================================================

მასზე ამბობენ:

კარლეს პუიოლი, „ბარსელონას“ კაპიტანი: „მალდინი მსოფლიოს ერთ-ერთი დიდებული ფეხბურთელია და თამამად ვიტყვი, მე მას ვაღმერთებ, როგორც პროფესიონალსა და როგორც მოთამაშეს. მის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ერთგვარი გამოცდაა“…

ჯონ ტერი: „პაოლო არა მარტო კაპიტანი, არამედ გუნდის სული და გული იყო. ის დღითიდღე უფრო წარმატებული ხდებოდა, იზრდებოდა როგორც ფეხბურთელი. ბედნიერი ვიყავი, როდესაც მას შევხვდი“

რაული: „მთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად მალდინის წინააღმდეგ თამაში მიჭირდა“

დინო ძოფი: „მე არც გაოცებული ვარ და არც განაწყენებული, რომ პაოლო მალდინიმ ჩემი რეკორდი დაამხო. ჩემთვის დიდი პატივია ნამდვილი ჩემპიონის გვერდით ერთ საფეხურზე დოგმა. დღეისათვის, პაოლო იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. ბევრი რამ აღმაფრთოვანებს მასში. ავიღოთ თუნდაც მისი მაღალი კლასი, რისი წყალობითაც იგი გახდა ერთერთი ყველაზე საუკეთესო და ყველაზე სრულყოფილი მცველი ფეხბურთის ისტორიაში. არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი დიდი ცოდნა და თაცდადება როგორც კლუბში, ისე ნაკრებში თამაშის დროს. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი მთელი ცხოვრება მემახსოვრება, დარწმუნებული ვარ, პაოლოსაც…

წყაროები: ვიკიპედია;

მილანის ქართული საიტი acmilan.ge; 

(c)  

Posted: აპრილი 20, 2012 in სადისკუსიო ოთახი...

ეს პოსტი ქაოსურ ბლოგზე გამოქვეყნდა და მე,როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ თავი ვალდებულად ჩავთვალე,ჩემს ბლოგზეც განმეთავსებინა…

NocHuRa's Official BLOG

რ ე ზ ი უ მ ე

2012 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის
შესახებ“. კანონი შესაძლებელს ხდის დაინტერესებულ პირსა და
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის
უვადო შეთანხმების დადებას, რომელიც დაინტერესებულ პირს,
სახელმწიფოს სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ჩადენილი
სამართალდაღვევებისთვის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს.
ამასთან, შეთანხმების ხელმომწერი დაინტერესებული პირი, თავისუფლდება
ყოველგვარი ვალდებულებისგან, ჯარიმის ან/და ზიანის ანაზღაურებისგან,
ასევე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის
ვალდებულებისგან. კანონი, აგრეთვე, კრძალავს დაინტერესებული პირის
საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოების მიერ შემოწმებას.

ბატონო პრეზიდენტო, როგორც საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, კი არ გთხოვთ, არამედ მოვითხოვ თქვენგან, რომ ეს კანონი გააუქმოთ და თუ კანონპროექტზე გადახედვა და წაკითხვა გეზარებათ, ჩემი რჩევა იქნება, იქნებ ვინმე “წამკითხველი” დაიქირაოთ, სანამ მსგავს კანონპროექტზე მოგაწერინებენ ხელს.

ვფიქრობ, არც კი იცით რაზე გაქვთ მოწერილი ხელი და თუ იცით, იმედია აცნობიერებთ თუ რამხელა ეკოლოგიური კატასტროფის და საფრთხის წინაშე აყენებთ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს!

რაღა დაგიმალოთ, მეგონა გვაშაყირებდა მთავრობა, მანამ…

View original post 826 more words

https://i0.wp.com/s018.radikal.ru/i511/1203/99/0e6c97617031.jpg

სერიალი “El Internado Laguna Negra”/ინტერნატი “შავი ლაგუნა” 2007 წლის ესპანური სერიალია,რომელმაც,სიმართლე რომ ვთქვა,პირველივე სერიიდან ჩამითრია…ამ სერიალში არის ყველაფერი,რამაც შეიძლება დამაინტერესოს:ინტრიგები,სასიყვარულო ურთიერთობები,გამოძიება,მისტიკა…ერთ სერიას ვუყურე და მას მერე ვეღარ მოვეშვი… 🙂
 უნდა ითქვას,რომ სერიალი სადაც აჩვენეს,ყველგან არნახულ პოპულარობას მიაღწია,რუსებმა მისი რიმეიქიც კი გადაიღეს- “დახურული სკოლა”.თუმცა რუსული ვერსიისთვის ჯერ არ მიყურებია,რადგან ორიგინალში მესამე სეზონზე ვარ…მიუხედავად ასეთი აღიარებისა,ჯერჯერობით El Internado-ს ქართულ არხებამდე რა მიუღწევია…მრავალრიცხოვანი გულისამრევი,უაზროდ გაწელილი და ამორალური სერიალების გვერით წესიერი და ხარისხიანი სერიალების ადგილი არ რჩებათ ეტყობა…:)

https://i0.wp.com/s48.radikal.ru/i120/1203/1a/36e04b582777.jpg

 მოკლე შინაარსი კი ასეთია:პრესტიჟულ სკოლა-ინტერნატ „შავ ლაგუნაში“ ესპანეთის ყველაზე  მდიდარი და გამოჩენილი ოჯახების შვილები სწავლობენ,რადგან ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ძვირადღირებული და ხარისხიანი პანსიონია…პანსიონის შენობა შუაგულ ტყეში,ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ადგილას მდებარეობს.გარშემო თვალწარმტაცი ბუნებაა,თუმცა მოსწავლეებს სასტიკად ეკრძალებათ სკოლის გალავნის გარეთ გასვლა,წესების დამრღვევები სკოლიდან გაირიცხებიან…
 ახალი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში ჩამოდიან ახალი მოსწავლეები,და-ძმა,მარკუს და პაულა ნოვოები.ისინი ჩამოჰყავს საკუთარ ადვოკატს ,მარიოს,და აბარებს ახალ მეურვეს-დირექტორ ჰექტორ დე ლა ვეგას…მარკუსის და პაულას მშობლები დაიკარგნენ,ამიტომ მარიო მარკუსს ურჩევს შეეგუოს აზრს,რომ მისი მშობლები ცოცხლები აღარ არიან…
 სკოლაში სამუშაოდ მოდის ახალი დამლაგებელი,მარია…არავინ იცის,რომ ის ფსიქიატრიული კლინიკიდან გაქცეული პაციენტია..მარია სკოლაში ჩამოვიდა,რათა იპოვოს დაკარგული შვილი,რომელიც,მისი ცნობებით,”შავ ლაგუნაში“ სწავლობს…მარია იძულებული ხდბა საკუთარი ვინაობა და მიზანი გაუმხილოს დირექტორის მარჯვენა ხელს,ხასინტას და მზარეულ ფერმინს,რომელიც მის მიმართ სიმპატიას არ მალავს.თუმცა ფერმინს მარიას მოხიბვლაზე მნიშვნელოვანი საქმეები აქვს სკოლაში..მისი ნამდვილი სახელია კარლოსი და იგი ადამიანთა გრკვეულმა ჯგუფმა დაიქირავა სკოლაში წარსულში მომხდარი ამბების გამოსაძიებლად…
 პირველივე სერიიდან ყურადღების ცენტრშია ისტორიის მასწავლებელი-ალფონსო,რომელიც საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.იგი გააფრთხილებს თავის საყვარელ სტუდენტებს:ვიქტორიას და კაროლინას,რომ სასწრაფოდ დატოვონ სკოლა,რადგანაც იქ საფრთხე ელით…ალფონსო გოგონებს პირდება,რომ თუ ისინი ღამით სასაფლაოზე მივლენ,ყველაფერს დაწვრილებით უამბობს…გოგონები თავის მეგობრებთან ერთად სასაფლაოზე მიდიან და თუმცა მასწავლებელს ვერ ნახავენ,მაგრამ ამ დღიდან იწყება მათი გამოძიება და ყოველ ნაბიჟზე თვალწინ უფრო და უფრო სზარელ საიდუმლოებები ეშლებათ…ისინი მალევე ხვდებიან,რომ სკოლის შემოგარენში დაუძინებელი ბოროტება სახლობს…

სულ მე ხო არ მოგიყვებით,მერწმუნეთ,ეს უნდა ნახოთ… 🙂

ახლა კი პერსონაჟები:

https://i0.wp.com/s52.radikal.ru/i138/1203/32/2326ce76d994.jpg
ჰექტორ დე ლა ვეგა / Héctor de la Vega
ლიტერატურის მასწავლებელი
პანსიონის დირექტორი
მსახიობი:ლუის მერლო/Luis Merlo

ჯერჯერობით მესამე სეზონიც არ დამიმთავრებია და თავს ვერავიზე დავდებ,თუმცა ჩემი აზრით,ჰექტორი კარგი ადამიანია…იგი არ ღალატობს საკუთარ პრინციპებს.ჰექტორს უყვარს მარია,მაგრამ მოვალეობის გამო რჩება ელსასთან…კეთილსინდისიერად ზრუნავს პაულასა და მარკოსზე.როგორ ყველა პერსონაჟის,ჰექტორის წარსულიც იდუმალებითაა მოცული…პირველი სეზონის ბოლოსთვის კარგად ჩანს,რომ ფერმინი ჰექტორის წარსულს იძიებს…თავისმხრივ,ჰექტორიც ცდილობს საკუთარი გამოძიება აწარმოოს.მან იცის,რომ სკოლაში რაღაც უცნაური არათუ წარსულში,არამედ ახლაც ხდება,მაგრამ როდესაც სტუდენტები უყვებიან რაც მათთვისაა ცნობილი,ჰექტორი მათ არ უჯერებს…საიდუმლოებითაა მოცული შემდეგი საკითხიც:რატომ მოიყვანა ადვოკტმა მარკოსი და პაულა მაინცდამაინც “შავ ლაგუნაში” და რატომ დაუნიშნეს მათ მეურვედ მაინცდამაინც ჰექტორი…

********

https://i0.wp.com/s42.radikal.ru/i097/1203/a1/bad575df1ffc.jpg

               მარია ალმაგრო/María Almagro
ფსიქიატრიული კლინიკიდან გაქცეული პაციენტი;
სკოლის დამლაგებელი;
მსახიობი:მარტა ტორნე/Marta Torné

მარიას ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამ გადახდა,მისი შვილი დაბადებისთანავე გაყიდეს.მაგრამ შვილის ძებნა არასდროს შეუწყვეტია.ეს მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანია.ის ფსიქიატრული კლინიკიდან გაიქცა და დამლაგებლად დაიწყო მუშაობა სკოლაში,რადგან იცოდა,რომ მისი შვილი იქ სწავლობდა.მისი ვინაობის გაგების შემდეგ კი მარიას ერთადერთი ბედნიერება შვილის ყოველდღე ნახვაა,მიუხედავად იმისა,რომ ის საკმაოდ უხეშია მის მიმართ და “სულელ მოსამსახურეს” უწოდებს.მას უყვარს ჰექტორი,თუმცა როდესაც საქმე არჩევანზე მიდგება მარია შვილს ირჩევს.”თუკი სიმართლეს ვიტყვი,ელსა სკოლიდან გამაგდებს და ჩემს შვილს ვეღარ ვნახავ.მას არაფრის გამო არ დავკარგავ მეორედ,სიყვარულის გამოც კი”-ეუბნება მარია ხასინტას…

*******

https://i0.wp.com/s017.radikal.ru/i428/1203/35/40e7faaaecb7.jpg

                ელსა ფერნანდესი/Elsa Fernández
ისტორიის მასწავლებელი;
დირექტორის მოადგილე;
დირექტორი(ჰექტორის გადადგომის შემდეგ)
მსახიობი:ნატალია მილანი/Natalia Millán

ელსა ინტერნატის ყოფილი დირექტორის ქალიშვილია.”შავი ლაგუნა” მისთვის არის ადგილი,სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.ელსა დახვეწილი და ელეგანტური ქლბატონია,ნამდვილი ლედი,თუმცა ასევე ავანტიურისტია.მისთვის ჰექტორი უბრალოდ ახირებაა და არა სიყვარული.ელსასთვის მიზანი ამართლებს საშუალებას.სერიალის დასაწყისში ალფონსო აფრთხილებს ჰექტორს,რომ ელსამ იცის რაც მოხდა აქ ადრე და რასაც ალფონსო იძიებს.თუმცა ჯერჯერობით მისი მთავარ საქმესთან კავშირი არ ჩანს.იმ ფაქტის აღმოჩენა,რომ მას ტყუპისცალი ძმა ჰყავდა,რომელიც საშინელი ფიზიკური ნაკლით დაიბადა,მისთვის შოკია,თუმცა ამას მაინც არავის უმხელს.

********

https://i0.wp.com/s017.radikal.ru/i412/1203/ae/a42835991bae.jpg
ხასინტა გარსია/Jacinta García
სკოლის”დიასახლისი”;
დირექტორის მარჯვენა ხელი;
მსახიობი:ამპარო ბარო/ Amparo Baró
 ხასინტამ მთელი ცხოვრება “შავ ლაგუნაში” გაატარა.ის არის ადამიანი,რომელმაც ყველაფერი იცის სკოლის შესახებ.ხასინტა თანაუგძნობს და ეხმარება მარიას,როდესაც სკოლაში მისი მისვლის მიზეზს გაიგებს.ის მკაცრი,მაგრამ სამართლიანი პერსონაჟია.ჰექტორი მისთვის შვილივითაა,ელსა კი მაინცდამაინც არ უყვარს,რისი მიზეზიც არის მისი წარსული და ურთიერთობა ელსას მამასთან.ხასინტა შვილივით შეიყვარებს მარიას,რადგან მასში საკუთარ თავს ხედავს , ერთი განსხვავებით:ხასინტამ შვილი ნებაყოფლობით გააშვილა.ამ შეცდომას ის მთელი ცხოვრება ნანობს.ხასინტა ერთადერთი ადამიანია,რომელიც ზრუნავდა ელსას ძმაზე,პაბლოზე.რადგან ის საკუთარ მშობლებს სძულდათ თავისი სიმახინჯის გამო.მოკლედ “შავი ლაგუნა”ხასინტას გარეშე ის არ იქნება,რაც უნდა იყოს,(როგორც ჰოგვორტსი,ჰაგრიდის გარეშე) 🙂

********

https://i0.wp.com/s61.radikal.ru/i173/1203/34/ada03ab01f07.jpg

ფერმინი(კარლოს ალმანსა)/Fermín (Carlos Almansa)
მზარეული;
საიდუმლო აგენტი;
მსახიობი:რაულ ფერნანდესი/Raúl Fernández

კარლოსი ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ციხიდან გაათავისუფლა ერთი პირობით:იგი უნდა წასულიყო პანსიონ “შავ ლაგუნაში” და უნდა გამოეძიებინა ის უცნაური ამბები,რაც დროდადრო იჩენდა ხოლმე თავს სკოლაში ან მის გარშემო.სწორედ ამიტომ გადაიქცა კარლოსი მზარეულ ფერმინად.ის პროფესიონალია.არავის არც კი აქვს ეჭვად, რომ ფერმინი ფერმინი არაა და იარაღის ხმარებაშიც ისევე მარჯვეა,როგორც სადილის მომზადებაში.იგი ახერხებს იცოდეს ყველაფერი,რაც სკოლაში ხდება.ის ხედავს ყველას ისე,რომ თავად შეუმჩნეველი რჩება…

********

https://i0.wp.com/i009.radikal.ru/1203/21/8b797f4eac4f.jpg
მარკოს ნოვოა/Marcos Novoa
 მოსწავლე;
უფროსკლასელი;
“ექვსეულის” წევრი;
მსახიობი:მარტინ რივასი/Martín Rivas

მარკოსის ცხოვრება იმ დღეს შეიცვალა,როდესაც ადვოკატმა აცნობა,რომ მშობლები დაეხოცა.მისი მთავარი საზრუნავი პატარა დაზე ზრუნვაა.მარკოსი მამაცია,ამასთანავე იდეალური ძმაა.მას შემდეგ,რაც აღმოაჩენს,რომ მის ანგარიშზე ფული აღარაა,იგი იძულებულია სკოლაში დარჩეს,მაშინ როდესაც მის მეგობრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ წასვლა.ახალ-ახალი აღმოჩენები მარკოსს სულ უფრო და უფრო აშინებს,მითუმეტეს,რომ ეს ბნელი ამბავი მჭიდროდ უკავშირდება მის ოჯახს…საერთოდ ცალკე საკითხია მარკოსის და ივანის მეგობრობა.ორივე მათგანს კაროლინა უყვარს და ბუნებრივია თავიდან ერთმანეთს ვერ იტანენ,განსაკუთრებით ივანი ცდილობს მარკოსის დაცინვას…თუმცა როდესაც დაინახავს რომ მარკოსი საპასუხოდ არაფერს უწყობს,მის მიმართ განწყობა ეცვლება…მარკოსს ჰექტორშიც ეპარება ეჭვი და არ იცის ვის ენდოს.საკუთარზე მეტად მას პაულას კეთილდღეობა აღელვებს…

**********

https://i0.wp.com/s54.radikal.ru/i145/1203/e9/9b930151ef16.jpg

პაულა ნოვოა/Paula Novoa
მოსწავლე;
უმცროსკლასელი;
მსახიობი:კარლოტა გარსია/Carlota García

ჩემი საყვარელი პერსონაჟი… :ინლავ: პაულა არის საოცრად საყვარელი,ლამაზი და ჭკვიანი ბავშვი.ელსა გაოცდება,როდესაც აღმოაჩენს,რომ მას შეუძლია რუბიკის კუბიკის წამებში აწყობა”ფერების პრინციპის” საფუძველზე.ელსა პაულას სთხოვს IQ ტესტში მონაწილეობის მიღებას და დაადგენს,რომ მისი IQ 170-ის ტოლია.პაულა ძალიან მგრძნობიარე ბავშვია,ის ოცნებობს,რომ დედა და მამა დაბრუნდნენ.მას ყველაზე ძალიან მარკოსი უყვარს,ამიტომ არ მოსწონს ივანი,რომელიც მის ძმას ეჩხუბება.თუმცა როცა გაიგებს,რომ ივანი მოწყენილია,ცდილობს გაამხიარულოს :)ყველაზე მეტად ის მომენტი მიყვარს,როდესაც პაულა და ეველინი ივანს წერილს სწერენ მამამისის სახელით,რომ მან მამაზე არ ინერვიულოს და კარგ ხასიათზე იყოს.ამის მერე დაუმეგობრდა ივანი ბავშვებს :)პაულა მეგობრობდა ელსას ძმასთან,პაბლოსთან,რომელსაც სიმახინჯის გამო ტყეში მალავდნენ და ვერავინ ეკარებოდა.პაულას მიაჩნდა,რომ პაბლო კეთილი გნომი იყო…

**********

https://i0.wp.com/s003.radikal.ru/i201/1203/55/59eaa949c543.jpg

ივან ნოირი/Iván Noiret
მოსწავლე;
უფროსკლასელი;
“ექვსეულის” წევრი
მსახიობი:იონ გონსალესი/Yon González

ივანი-პრობლემური მოზარდი.ივანს პრობლემები აქვს მამასთან,რომელიც ხშირად უსწორდება ფიზიკურად.მიუხედავად გარეგნული უდარდელობისა,ივანი იტანჯება იმის გამო,რომ მას ნამდვილი ოჯახი არასდროს ჰქონია.დედამისმა თავი მოიკლა,როდესაც ივანი პატარა იყო,ხოლო მამას ნამდვილად არ ამოსდის მასზე მზე და მთვარე.მარკოსის და პაულას “შავ ლაგუნაში”გადმოსვლის შემდეგ მას პირადი ცხოვრებაც ერევა,რადაგნ გრძნობს,რომ კაროლინა არჩევანს ვერ აკეთებს მასა და მარკოსს შორის.თავიდან ივანი ცდილობს ყოველგვარი გამოძიებისგან შორს დაიჭიროს თავი,მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება,მეგობრებს ვერ ტოვებს.ივანს უკვირს,რატომ უსვამს მარია შეკითხვებს და რატომ ინტერესდება მისი ცხოვრებით,თუმცა მარიას აზრი მაინც მნიშვნელოვანია მისთვის იმდენად,რომ ივანი მას უჯერებს და მამამისის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას…

*******

https://i0.wp.com/s58.radikal.ru/i162/1203/51/749a1b0a2b87.jpg

კაროლინა ლეალი/Carolina Leal
მოსწავლე;
უფროსკლასელი;
“ექვსეულის”წევრი
მსახიობი:ანა დე არმასი/Ana de Armas

კაროლინა ცნობილი მსახიობის ქალიშვილია.ის ექვსეულში ყველაზე მამაცია,როდესაც დანარჩენები გამოძიების გაგრძელებაზე უარს ამბობენ,კაროლინა გადაწყვეტს, მარტომ გააგრძელოს დაწყებული საქმე.მიუხედავად იმისა,რომ მის მიმართ კარგად ვარ განწყობილი,კაროლინა მაინც “წაუ ბელა სვონ ებს” 🙂 ბელასავით ისიც ორი ბიჭის გრძნობებზე თამაშობს.იმის გამო,რომ ივანს პრობლემები აქვს,ივანთან რჩება,მაგრამ ყველა კუთხეში მარკოსს კოცნის 🙂 (სანამ მარკოსს არ შეაწუხებს სინდისი ისევ და არ ეტყვის,მე ივანს ასე ვერ მოვექცევიო)მოკლედ,პირად ცხოვრებაში ავანტიურისტია ცოტა არ იყოს…

To Be Continued… 🙂

https://i0.wp.com/s017.radikal.ru/i403/1202/ea/7eb34d0614cb.jpg

ეძღვნება ჩემს მეგობარ თამარ მერკვილიშვილს და ყველას,ვისაც ენატრება…

პირველი აკორდი…
და კლავიშს ვაბარებ
ოცნებას გამხელილს…
სანთელი იწვის და
თითქოს ცრემლებია
ამ სანთლის ნაღვენთიც…

გამები ფრთებს შლიან…
კლავიში ცივია,
სიბნელე ლოდია…
და ისმის ოთახში თითქოს ჩუმ გოდებად,
ბრამსის რაფსოდია…

თითქოს მელოდია
ზეცად აღვლენილი არს ჩემი ვედრება…
წმინდაო მარიამ,
ის რისი ბრალია,
რომ აღარ თენდება?

როგორც ეს ცხოვრება,
ისევე კლავიშიც შავი და თეთრია…
მტირალა ტირიფის ლამაზი ხეებიც
ვიღაცას ელიან…

მე ვგრძობ,რომ ვიღლები…
შენი მონატრება ადვილი როდია…
იღვრება ოთახში ჩემი ცრემლებივით,
ბრამსის რაფსოდია…

დრო გადის…
ნოტები ფურცლებზე ცეკვავენ,
არ მინდა რომ შემხვდე აქ,
ასეთ დარდიანს,
და მაინც ,იცოდე,
მუდამ გელოდებით…
მუდამ გელოდებით მე შენ და განთიადს…

29.02.2012(c) მე

CUBE

Posted: თებერვალი 28, 2012 in კვირის ფილმი

https://i0.wp.com/s48.radikal.ru/i122/1202/0f/c86d213b01e0.jpg

 CUBE/კუბი

გამოშვების წელი:1997
ქვეყანა:კანადა
ენა:ინგლისური,ფრანგული
ჟანრი:ფანტასტიკა,დრამა,ფსიქოლოგიური თრილერი,მისტიკა,საშინელება…
როლებში: ნიკოლ დე ბორი, დევიდ ჰიულეტი, ენდრიუ მილერი…


დღეს ბელას რჩეული ფილმი იქნება “კუბი”,1997 წელს გადაღებული კანადური ფილმი,ტრილოგია კუბის პირველი ნაწილი.ამ ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.დავინახე რაზე შეიძლება წავიდეს თავის გადარჩენისათვის ყველაზე წესიერი ადამიანიც კი…მოკლე შინაარსი კი ასეთია:
 ექიმი,პოლიციელი,სტუდენტი,აუტიზმით დაავადებული,ყოფილი პატიმარი და პესიმისტი ინჟინერი… ისინი ერთმანეთისათვის სრულიად უცნობები იყვნენ და შეიძლება არც შეხვედროდნენ ერთმანეთს,კუბის ფორმის ოთახებში რომ არ გამოეღვიძათ… მათ არ იციან როგორ ან რატომ მოხვდნენ აქ,იციან მხოლოდ ერთი რამ… მათ კუბიდან გასვლა სურთ… მაგრამ ეს არც ისე მარტივია,თუ გავითვალისწინებთ რომ უზარმაზარი კუბი შედგება 17 576 იდენტური ოთახისაგან,რომლებიც ერთმანეთისაგან მხოლოდ კედლების ფერით განსხვავდება…ამასთანავე,ნებისმიერ ოთახში შეიძლება იმალებოდეს სასიკვდილო მახე,რომელიც ამოქმედდება ხმაურზე,შეხებაზე,შედის რეაქციაში ადამიანის კანთან… ამიტომაც კუბში მოხვედრილებს მისგან თავის დასაღწევად საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა მოუწევთ..

ფრედი და ჯორჯი (26)

Posted: თებერვალი 25, 2012 in პოტერიადა

https://i0.wp.com/s017.radikal.ru/i437/1202/be/2f5bd8f33655.jpg

დღეს,25 თებერვალს,დაბადების დღეს აღნიშნავენ ცნობილი ბრიტანელი მსახიობები,ჯეიმს და ოლივერ ფელპსები.სხვისი არ ვიცი და,პოტერიადის ყველა თაყვანისმცემლისათვის მათი სახელები კარგადაა ნაცნობი,ისინი ხომ ყველასთვის საყვარელი გმირებს,ფრედ და ჯორჯ უისლებს განასახიერებდნენ ჰარი პოტერის შესახებ გადაღებულ 8-ვე ფილმში…
ჯეიმს(სრული სახელი ჯეიმს ენდრიუ ერიკ ფელპსი)და ოლივერ (მარტინ ჯონ ფელპსი)ფელპსები დაიბადნენ 1986 წლის 25 თებერვალს,ბირმინგემში,სუსან და მარტინ ფელპსების ოჯახში,რომელთაც მეტი შვილები არ ჰყავთ.ოლივერი ჯეიმსზე 13 წუთით უფროსია.2000 წელს ისინი აიყვანეს ფრედ(ჯეიმსი) და ჯორჯ(ოლივერი) უისლების როლის შემსრულებლებად,თუმცა ტყუპებს მსხვერპლის გაღება მოუწიათ:ორივე მათგანს თმა წითურად შეუღებეს(ბუნებრივად მუქი ყავისფერი თმა აქვთ).
ტყუპები თავიანთი გმირების მსგავსად,ცხოვრებაშიც მხიარულები არიან,უყვართ მეგობრებთან ერთად გართობა.პოტერიადის მსახიობებიდან მათი ყველაზე ახლო მეგობრები არიან მეთიუ ლევინი(ნევილი),რუპერტ გრინტი(რონი) და ტომ ფელტონი(დრაკო).

ძმებ ფელპსებს ძალიან უყვართ ფეხბურთი და გოლფი.ოლივერს უფრო მეტად ფეხბურთი უყვარს,ჯეიმსი კი ოცნებობდა,პროფესიონალი გოლფერი გამოსულიყო,თუმცა “ჰარი პოტერმა:'” გეგმები ჩაუშალა:)
“ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები”2-ის გამოსვლის შემდეგ ჯეიმსმა თავის ტვიტერის ანგარიშზე დატოვა სტატუსი:”მე ის კაცი ვარ,ვინც 10 წელი თმას წითლად იღებავდა”…

გუშინ ჩემი ძველი რვეულები და მეგობრების დღიური ვიპოვე…დიდხანს ვკითხულობდი და ბევრი ვიხალისე,მაგრამ სევდაც მომერია,ცოტა არ იყოს…
ამ დღიურის შევსების მერე 9 წელი გავიდა…
მე და ჩემი მეგობრები ბავშვები აღარ ვართ,ბევრს ოჯახიც აქვს უკვე,მაგრამ დარწმუნებული ვარ,ისინიც სიამოვნებით წაიკითხავდნენ საკუთარ ჩანაწერებს და დროში იმოგზაურებდნენ…
https://i0.wp.com/s19.radikal.ru/i192/1202/99/f53707f2867a.jpg
დღიურის კიდეზე სანთლის ნაღვენთებია…რათქმაუნდა,მაშინ ხომ ბნელი 90–იანები იყო და ეს ბუნებრივია…თუმცა ჩვენს ოჯახში ნავთის ლამპა უფრო პოპულარული იყო,ვიდრე სანთელი…
მართალია,ბნელოდა და გვციოდა კიდეც,მაგრამ ვიყავით ძალიან,ძალიან ბედნიერები…https://i0.wp.com/s58.radikal.ru/i160/1202/06/3ebb0e30921e.jpg
და მართლაც,ვინც ამ წლებში არ ყოფილა ბავშვი,ის ვერასოდეს ვერ გაიგებს
საბურავებისგან დანთებულ ჭიაკოკონაზე გადახტომამდე განცდილ შიშს,
ეზოში ნაპოვნი ტოტების ცეცხლში კანიანად შემწვარი კარტოფილის გემოს,https://i0.wp.com/s017.radikal.ru/i408/1202/6c/b3c89d3009fe.jpg
პასტით კასეტის გადახვევისგან გამოწვეულ ხელის ტკივილს,
შუქის მოსვლის უსაზღვრო მოლოდინს,რომ ალფი არ გაგვეპაროს…
ფრაზებს:”გრენდაიზერ წინ” და “გამარჯობა ვილი,გინდა შენი კატა შევჭამო?”
რამდენჯერ ვმჯდარვარ ლამპის შუქზე და შუქის ლოდინში მეზობლის გენერატორის ხმა მისმენია…https://i0.wp.com/s017.radikal.ru/i424/1202/08/6a2035560ed4.jpg
რამდენჯერ წავსულვარ ნავთის საყიდლად…
რამდენჯერ გადამიხვევია პასტით კასეტა…https://i0.wp.com/s60.radikal.ru/i168/1202/87/01dfa95f1f0b.jpg
რამდენჯერ მიყიდია love is…დასაღეჭად კი არა,სურათებისთვის…
რამდენი ლურჯი ბეჰემოტი მყოლია ქინდერის კოლექციაში…
რამდენჯერ მიყურებია “ველური გულისთვის” ბიძაჩემის მანქანის აკუმლატორზე შეერთებულ ტელევიზორში…
ვინ მოთვლის…
მე ხომ ერთ–ერთი ვარ იმ თაობიდან,რომელიც ლამპის შუქზე სწავლობდა გაკვეთილებს და ზამთარში “კერასინკასთან” იჯდა…
ჩვენ ვართ ბავშვები ბნელი 90–იანებიდან…https://i0.wp.com/s018.radikal.ru/i500/1202/f1/da42dc94659c.jpg
და სადაც არ უნდა წავიდეთ ან ვინც არ უნდა გავხდეთ,მაინც ყოველთვის გვემახსოვრება ჩვენი მწარე,მაგრამ იმავდოულად ტკბილი ბავშვობის წლები და ალბათ,მაინც გვექნება ნოსტალგია…მოგვენატრება 90–იანები
თავისი მე–9 ბლოკით და უშოქობით,https://i0.wp.com/s002.radikal.ru/i200/1202/1e/c4200981a9d9.jpg
ნავთით და კერასინკით,
ალფით და გრენდაიზერით,https://i0.wp.com/s60.radikal.ru/i169/1202/36/22adb5215b56.jpg
ზოლიანი ბანანებით და პაპირუსით,
love is… ნაკლეიკებით და ლურჯი ბეჰემოტებით…https://i0.wp.com/s017.radikal.ru/i440/1202/b1/5fab57e78c2a.jpg
ცისფერი ხით და პაპირუსით…
კასანდრათი და ველური გულით…
90–იანები მართლაც ძნელი და ბნელი იყო,მაგრამ ამ სიბნელეში იყო დღევანდელზე მეტი სინათლე…
სინათლე,რომელსაც მუდამ გულით ვატარებთ და რომლის სახელია–ბავშვობა…

ნამუს(გარეცხილ)ი

Posted: თებერვალი 22, 2012 in პოეზია

https://i0.wp.com/s017.radikal.ru/i401/1202/ef/6a19bdb896b7.jpg

მახეს დამიგებენ ვიღაც ვერაგები,
ლოყას მიამბორებს ვიღაც გავერცხლილი,
ნამუსს დაემსგავსა ჩემი პერანგები,
უკვე ძველმოდური, თანაც გარეცხილი…

თითქოს გაიწელა ღამე გარმონივით,
დილა დაუპყრია ეშმათ ანათემას,
წყვდიადს გაუხდია რაღაც სამოსივით
ბინდად ჩაკვდომია სულში განათებას…

ახლა გულწრფელობა სადღაც ჩვენში ჩაკვდა,
თითქოს ვნება იხდენს ტანზე გრძნობის ნაცმევს,
მხსნელად მომიხმე და ის კი დაგავიწყდა,
მხსნელი ერთი იყო, ისიც ჯვარს რომ აცვეს…

ისევ მომაკითხა ფიქრით შავმა წერომ,
მინდა მოვიარო უცხო ნაპირები,
ასე გვიან ღამე მხოლოდ მისთვის გწერ რომ
ქარი არ მაძინებს დედანატირები…

ძარღვებში ბუცეფალს ვნება დააჭენებს,
ნერვებად დაჩაგრავს ულაყებს საომარს,
გულს? გულს გახელებულს რაღა დაასვენებს
გაყინულ ძარღვებში სიზიფე დაგორავს…

ირგვლივ სიჩუმე და სურნელი ღალატის,
შიშველი აზრები როგორი მრუდეა,
შემმოსეს თეთრებმა გიჟების ხალათით
და სადღაც ჩემს ქვემოთ გუგულის ბუდეა…

თითქოს გარდაცვლილა ჩვენში ყველა გრძნობა,
თითქოს ცისფერი ცა გულით ნაკოდია
და ეს თანდართული რაღაც ცივის დნობა,
ალბათ სიყვარულის ბოლო აკორდია…

მახეს დამიგებენ ვიღაც ვერაგები,
ლოყას მიამბორებს ვიღაც გავერცხლილი,
ნამუსს დაემსგავსა ჩემი პერანგები
უკვე ძველმოდური, თანაც გარეცხილი…

ეს ლექსი ჩემს მეგობარს,თემო შენგელაიას ეკუთვნის…
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სტუდენტია…
ჩვეულებრივი…
მაგრამ საკმარისია თავისი გაცრეცილი ბლოკნოტიდან რომელიმე ლექსი წაიკითხოს,რომ მაშინვე არაჩვეულებრივი ხდება 🙂
დიდი ხანია არ მინახავს და დღეს შევიხედე მის ბლოგზე.ეს ლექსი მიყვარს…
თემო,მაგარი ხარ 🙂

  1. უიტნი ჰიუსტონი ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი მომღერალია,ამიტომ გადავწყვიტე,მითვის ეს პოსტი მიმეძღვნა…
    https://i0.wp.com/s61.radikal.ru/i171/1202/4d/110b7dd9efef.jpg
    Whitney Elizabeth Houston (August 9, 1963 – February 11, 2012)
    ის უკვე წარსულის კუთვნილებაა…
    2012 წლის 11 თებერვალს,სასტუმრო Beverly Hilton Hotel–ში,უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს…
    ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი,რომელიც საუკუნის საუკეთესო ხმად იყო აღიარებული,სავარაუდოდ,ნარკოტიკებმა და ალკოჰოლმა იმსხვერპლა…
     თუმცა,უიტნიმ ნამდვილად შეძლო საკუთარი  სახელის უკვდავყოფა თავისი ტალანტის მეშვეობით…ძლიერი და უიშვიათესი ხმის ტემბრით იგი მსოფლიომ შეიყვარა,ერთ–ერთმა ამერიკელმა კრიტიკოსმა კი ნამდვილად სიმართლე თქვა:”ყველა ოცნებობს,მისნაირი ხმა ჰქონდეს…”
    უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი დაიბადა 1963 წლის 9 აგვისტოს,ნიუჯერსის ქალაქ ნიუ–არკში…იგი მუსიკალური ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ.დედამისი–სისი ჰიუსტონი ცნობილი მომღერალი იყო,ხოლო ნათლია ,თავად არეტა ფრანკლინი
     11 წლის ასაკში უიტნიმ დაიწყო საგალობლების შესრულება ნიუ–ჰოუპის ბაპტისტურ ეკლესიაში და გადაწყვიტა ფორტეპიანოზე დაკვრაც შეესწავლა.მან თანდათან დაიწყო მუსიკალურ კარიერაზე ფიქრიც…14 წლის ასაკში ღამის კლუბებში ბენდთან ერთად მღეროდა,გამოდიოდა background–შიც.80–იანი წლების დასაწყისში უიტნიმ მუშაობა დაიწყო მოდელად,მისი ფოტოები იბეჭდებოდა ისეთ ჟურნალებში,როგორიცაა “glamour” და “cosmopolitan”,თუმცა მას მომღერლის კარიერა სურდა,ამიტომ აგრძელებდა სიმღერების ჩაწერას..მღეროდა ბალადებს და ემზადებოდა ალბომის გამოსაშვებად.
    1985 წელს,arista records–ში ჩაწერა და გამოუშვა სადებიუტო ალბომი Whitney Houston,რომელიც ამერიკის ჩარტებში 14 კვირის მანძილზე ლიდერობდა.ალბომმა დიდი მოწონება დაიმსახურა ევროპის ქვეყნებშიც,თუმცა არა ისეთი,როგორიც ამერიკაში.ალბომი კარგად იყიდებოდა,მაგრამ უიტნი მაინც აგრძელებდა ღამის კლუბებში სიმღერას.მისი პირველი სინგლი,რომელმაც ერთნაირად დაიპყრო ამერიკისა და ბრიტანეთის ჩარტები,იყო ჯაზ–ბალადა “Saving All My Love for You”.https://i0.wp.com/s43.radikal.ru/i101/1202/2f/1bd54f74f741.jpg
    1986 წელს ალბომი აღიარეს Billboard 200 albums chart –ის N1 ალბომად,უიტნი კი საუკეთესო მომღერლად.ამავე წელს მან მიიღო გრემის სამი ნომინაცია და ჯილდოც.პირველ ალბომს მოჰყვა მეორე ალბომი “Whitney” 1987 წელს,და მესამე ალბომი “I’m Your Baby Tonight” 1990 წელს.ამ დროისათვის ის უკვე ძალიან ცნობილი და ხალხის საყვარელი მომღერალი იყო,მის გარეშე არ იმართებოდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები და დაჯილდოებები.1987 წელს კომპანია  Barbie–მ გამოუშვა თოჯინა,რომლის გარეგნობაც,კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით,ჰიუსტონის გარეგნობით იყო შთაგონებული.https://i0.wp.com/s001.radikal.ru/i194/1202/71/678ab8a2b53e.jpg
     1992 წელს უიტნი ჰიუსტონი კევინ კოსტნერთან ერთად გადაიღეს ფილმში “The  Bodyguard”,სადაც მან,შეიძლება ითქვას,რომ საკუთარი თავი განასახიერა.ეს ფილმი უიტნის კინოდებიუტი იყო და მან კრიტიკოსებისმხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა..ამავე წელს გამოვიდა უიტნის ალბომი “The Bodyguard original soundtrack album”,რომელშიც ფილმის საუნდტრეკები შევიდა,მათ შორის მასებისათვის ყველაზე ცნობილი და საყვარელი “I will always love you” და “I have nothing”.https://i0.wp.com/s40.radikal.ru/i089/1202/23/ddaa2123e907.jpg
     1992 წლის 18 ივლისს უიტნი ჰიუსტონი დაქორწინდა R&B მომღერალ ბობი  ბრაუნზე,რომელთანაც სამწლიანი რომანი   აკავშირებდა.1993 წელს კი წყვილს შეეძინა ერთადერთი ქალიშვილი ბობი კრისტინა ბრაუნი.https://i0.wp.com/s018.radikal.ru/i522/1202/50/d0c784920bb9.jpg
    1995 წელს იუტნი გადაიღეს რომანტიკულ კომედია “Waiting to Exhale”–ში,1996 წელს კი კომედიაში The Preacher’s Wife დენზელ ვაშინგტონთან ერთად.უიტნიმ ჩაწერა The Preacher’s Wife: Original Soundtrack Album,ფილმისათვის დაწერილი საუნდტრეკების ნაკრები.
     1998 წელს მან შეასრულა თავისი ცნობილი დუეტი მერაია ქერისთან  “When You Believe”,რომელიც გამოყენებული იყო მულტფილმში”ეგვიპტის პრინცი” და დაჯილდოვდა Academy Award–ის ჯილდოთი,ნომინაციაში for Best Original Song.სინგლი შევიდა უიტნის ალბომში “My Love Is Your Love”,რომელიც გამოვიდა 1998 წლის შემოდგომაზე.ალბომში ასევე შედიოდა ისეთი ცნობილი სინგლები,როგორიცაა “Heartbreak Hotel” ,“I Learned from the Best” და “My Love Is Your Love” .
     2000 წელს გამოვიდა უიტნის ჰიტების ნაკრები,სახელწოდებით “Whitney: The Greatest Hits”.ამავე წელს მან იმღერა დუეტში ენრიკე იგლასიასთან ერთად.ენრიკესა და უიტნის სინგლი “Could I Have This Kiss Forever” ჩარტებში დიდხანს ინარჩუნებდა წამყვან პოზიციას…2002–2003 წლებში გამოვიდა მისი ალბომები:“Just Whitney” (2002),და “One Wish”:The Holiday Album”(2003)თუმცა,კარიერული წინსვლის პარალელურად,მომღერალს სულ უფრო ეძაბებოდა პირადი ცხოვრება.ბრაუნი უზომოდ სვამდა და არც მუშტი–კრივზე ამბობდა უარს.ჰიუსტონის ფანები                                                     მიიჩნევენ,როომ ლეგენდარული დივა ნარკოტიკებზე დამოკიდებული სწორედ ოჯახური სკანდალების გამო გახდა  და ნელ–ნელა დაკარგა ყველაფერი,რასაც ამდენი შრომით და თავისი განუმეორებელი ხმით მიაღწია…უიტნის აღარ შეეძლო ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გარეშე ცხოვრება,ნელ–ნელა უარესდებოდა მისი ფინანსური მდგომარეობაც.ხოლო როდესაც მისი ფოტოები გამოქვეყნდა,მთელი ამერიკა შოკირებული დარჩა.მომღერალი 20 წლით უფროსს ჰგავდა,ვიდრე იყო.https://i0.wp.com/s017.radikal.ru/i433/1202/0b/bab84a9fe085.jpghttps://i0.wp.com/s018.radikal.ru/i500/1202/29/e38a61cbc910.jpgდრომ არც მისი მარგალიტისებური ღიმილი დაინდო და არც განუმეორებელი ხმა,თუმცა ჰიუსტონი  მაინც  იბრძოდა.მან განქორწინება და მუსიკალურ სამყაროში საკუთარი ადგილის დაბრუნება განიზრახა.განქორწინების პროცესი საბოლოოდ 2007 წელს დასრულდა.2009 წელს გამოვიდა ჰიუსტონის ბოლო სტუდიური ალბომი I Look to You,და კონცერტებიც დაგეგმა.თუმცა როდესაც უიტნი ცოცხლად ამღერდა,მსმენელი იმედგაცრუებული დარჩა და მათი ნაწილი ბილეთის ფულის დაბრუნებასაც კი ითხოვდა.მან ადრინდელი ხმის ბოლომდე აღდგენა ვეღარ მოახერხა,თუმცა დღემდე რჩება ყველაზე ტიტულოვან მომღერალ ქალად.ამის გამო იგი გინესის რეკორდების წიგნშია შესული.უიტნი ჰიუსტონი 18 თებერვალს,მშობლიურ ნიუარკში,მამამისის გვერდით დაკრძალეს.მისი სიკვდილი მელომანებისათვის ნამდვილად დიდი დანაკარგი,სოულის სამყაროსათვის კი დიდი ეპოქის დასასრულია…ეპოქის,სახელად Whitney
    https://i0.wp.com/s017.radikal.ru/i406/1202/29/dc651c5e2bbe.jpg

ალბომები:

*   Whitney Houston (1985)
*   Whitney (1987)
*   I’m Your Baby Tonight (1990)
*   My Love Is Your Love (1998)
*   Just Whitney (2002)
*   One Wish: The Holiday Album (2003)
*   I Look to You (2009)

ჯილდოები:

two Emmy Awards,six Grammy Awards, 30 Billboard Music Awards, 22 American Music Awards, among a total of 415 career awards as of 2010. the most WMAs won in a single year, winning five awards at the 6th World Music Awards in 1994.                                 Major Awards      Wins     Nominations
 American Music Awards  22   37
 Billboard Music Awards    30    —
 Emmy Awards    1   2
 Grammy Awards    6    26
 NAACP Image Awards   16   32
 People’s Choice Awards    6    9
 Soul Train Music Awards    7        7
 RIAA Awards    99  
Totals:
 Awards won       415
Nominations    562

ახალი პოსტის დასაწერად გვერდს რომ ვხსნიდი,გადაწყვეტილი მქონდა ზემოაღნიშნულ ფილმზე მომეხსენებინა ჩემი შთაბეჭდილება,მაგრამ გამახსნდა ჩემი მეგობარი ბლოგერის ნათქვამი–”ერთ–ერთ საიტზე ფილმი ასე იყოო დასათაურებული:გოგონა დრაკონის ტატუიროვკით.”
სანამ უშუალოდ თემაზე მოგახსენებდეთ,მინდა აღვნიშნო,რომ არ მივეკუთვნები იმ “ძერსკი”ქართველების კატეგორიას,ვისთვისაც რატომღაც მოდაა ლაპარაკი იმის შესახებ,რომ”არაფერი არ ვიცით ამ ქართველებმა წესიერად”…
თუმცა როცა საქმე ფილმების თარგმნაზე მიდგება,ეს მართლაც არ ვიცით…ყოველ შემთხვევაში,მთარგმნელების დიდ ნაწილს წარმოდგენა არა აქვს ამ საქმეზე…მართალია,სუბტიტრების მომხრე არ ვარ,მაგრამ ქართულად ნათარგმნი და შესაბამისად, შინაარსობრივად იმდენი დამახინჯებული ფილმი მინახავს,რომ ქართულად ფილმების ყურება ავიკრძალე.ქართველ მთარგმნელებზე შემიძლია ვთქვა,რომ მათ:
1.თუმცა იციან ენა,საიდანაც თარგმნიან,მაგრამ ხშირად მიგრძვნია მათი მხრიდან სათარგმნი ფილმის მიმართ “ფეხებზე მკიდია”დამოკიდებულება,იმიტომ რომ ყველაფერს თარგმნიან პირდაპირ…და შესაბამისად
2.არ გააჩნიათ მცირეოდენი ინტერპრეტაციის უნარი,რომ დრამატული თუ კომიკური სიტუაცია ქართულ ენას მოარგონ…
3.გვთავაზობენ უცენზურო სიტყვების ფართო ასორტიმენტს…
4.ისეთ ნაწრმოებებს,რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ ტერმინებს,ისე თარგმნიან,რომ შეიძლება ატირდე…(მაგალითად,”ჰარი პოტერში” mudblood/მუქსისხლიანი ნათარგმნია როგორც მყრალსისხლა)

ეს ზოგადად გახმოვანების სპეციფიკა…ახლა ხმებს აღარ იკითხავთ?
გმირის ვიზუალსა თუ პიროვნებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო ხმები..
და ტონალობა…
ქართულად ნათარგმნ ფილმში მნიშვნელობა არა აქვს,რა ხდება ფილმში.მწუხარებასა და სიხარულში,ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაში(რა საქორწინო ფიცივით გამომივიდა)გმირი სულ ერთ ტონალობაში საუბრობს…მაშინაც,როცა ბედნიერია და მაშინაც,როცა ორ აგურს იცემს თავში,ერთ ტონალობაში მეტყველებს…
თუმცა სადაც ერთ ფილმში ქალმა კაცს უთხრა:”შენი ცოლი აქ არაა და გაიჯეჯილე”–ო იქ არაფერი აღარ უნდა გაგიკვირდეს ადამიანს…
ქართული პრესაც ცოცხალი(?) კურიოზია…არ გჯერათ?აი,დარწმუნდით:

https://i0.wp.com/s018.radikal.ru/i515/1202/5d/f6198c1ccde6.jpg